უკრაინის გამარჯვებით რუსეთთან, არაერთი ქვეყანა მოიგებს და მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო - ზელენსკი
უკრაინის გამარჯვებით რუსეთთან, არაერთი ქვეყანა მოიგებს და მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ეს იქნება ძლიერი გზავნილი სამყაროსადმი, რომ ეს გამარჯვებულთა კავშირია და მორალური უპირატესობა აქვს.
"რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა არ უნდა გაექცეს სამართლიანობას იმის გამო, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, როგორც "სახელმწიფოს ლიდერებს". ისინი არ არიან "სახელმწიფოს ლიდერები", ისინი არიან ბანდიტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს კონტროლი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავხედურად იქცეოდნენ დაუსჯელობის გამო და დაიწყეს მთელი მსოფლიოს ტერორი." - თქვა ზელენსკიმ.