11 გარდაცვლილი და 60 დაშავებული - კრამატორსკი დღეს ტრაგედიის ეპიცენტრია

28.06.23 20:47
11 გარდაცვლილი და 60 დაშავებული - კრამატორსკი დღეს ტრაგედიის ეპიცენტრია

უკრაინის გამარჯვებით რუსეთთან, არაერთი ქვეყანა  მიიღებს სარგებელს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები - ეს განცხადება დღეს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. უკრაინა კი მორიგი რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. 11 გარდაცვლილი, მათ შორის 3 ბავშვი და 60- დაშავებული. ეს არის ბოლო მონაცემები დონეცკის ოლქიდან. კრამატორსკი დღეს ტრაგედიის ეპიცენტრია.  პუტინის არმიამ  სარაკეტო იერიში  ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ  კაფეზე მიიტანა.

 

მსგავსი სიახლეები