"ტიტანის" ნარჩენებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს
"ტიტანიკის" მახლობლად ჩაძირული წყალქვეშა ნავის, ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ხმელეთზე გუშინ ამოიტანეს
აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა ნავის ტიტანიკის ნარჩენებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს.
"ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაკეთებელი იმ მიზეზების დასადგენად, რამაც ტიტანის კატასტროფული დაკარგვა გამოიწვია და დაგვეხმარება, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს". - ამბობს MBI-ის ხელმძღვანელი, კაპიტანი ჯეისონ ნოიბაუერი.