რუსეთი ქართველ სამხედროებს ემუქრება - ოკუპანტებმა უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ საქმე აღძრეს
რუსეთი ქართველ სამხედროებს ემუქრება - აგრესორი ქვეყნა ნადირობას აცხადებს იმ სამხედროებზე, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად პუტინის ომში მონაწილეობენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმე 160 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა. რუსეთი ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოთი იწყებს და მებრძოლებს "დაქირავებული მეომრებად" მოიხსენიებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს, 29 ივნისს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა „ოპერატიული თათბირი“ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში დონეცკში ჩაატარა.
"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, შეგროვდა მტკიცებულებები ქართველი, ამერიკელი, ლატვიელი, შვედი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მებრძოლების ომში მონაწილეობის შესახებ. ამჟამად, 33 ქვეყნიდან 160 უცხოელის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა", - ციტირებს TASS საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას.