"ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს

29.06.23 16:38
"ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს

"ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ავრცელებს.

როგორც ბუდანოვი ამბობს, რუსეთის უძლეველობის მითი დაიმსხვრა.

ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე, კერძო დაქირავებული კომპანია "ვაგნერი" აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა, თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - თქვა ბუდანოვმა.

მსგავსი სიახლეები