აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კიევში ჩავიდა
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კიევში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, ის პრეზიდენტს ზელენსკის კიევის საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა და მხარდაჭერა გამოხატა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.
კიევის გარდა, პენსი იმყოფებოდა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩაში, ირპინსა და მოსჩუნიში.
მჯერა, რომ ამერიკა არის თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი. აქ ჩემი, როგორც კერძო მოქალაქის ჩამოსვლამ, უკრაინელი სამხედროების გმირობის საკუთარი თვალით ხილვამ, ირპენში ადგილობრივი მოსახლეობის გმირობის დანახვამ, რომლებმაც შეაკავეს რუსეთის არმია, მათ ოჯახებთან შეხვედრამ, რომელთა სახლებიც დაიბომბა რუსეთის უგუნური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დროს, მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, გავაგრძელო უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერის მოწოდებით გამოსვლა“ , – განაცხადა მაიკ პენსმა.