ქართველი მებრძოლები პუტინის შავი სიის სათავეში - რუსეთმა ჯარისკაცებზე ძებნა გამოაცხადა

29.06.23 20:18
ქართველი მებრძოლები პუტინის შავი სიის სათავეში - რუსეთმა ჯარისკაცებზე ძებნა გამოაცხადა

ქართველი მებრძოლები პუტინის შავი სიის სათავეში. რუსეთმა მათზე ძებნა გამოაცხადა. ყველას, ვინც ოკუპანტის წინააღმდეგ  უკრაინის ტერიტორიების დაცვისთვის იბრძვის, დაჭერით ემუქრებიან.  ამით რუსეთმა ქართველ სამხედროებზე ნადირობის სეზონის მეორე სერია დაიწყო. ახლა  ყველაზე საინტერესოა,  რას იზამს ოცნების ხელისუფლება და  როგორ დაიცავს  ის საკუთარ მოქალაქეებს

მებრძოლები ფრონტის ხაზიდან არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს მთავრობამ ისინი  ოკუპანტს თავად  გადასცენ. საფრთხეს ხედავენ,  როგორც რუსეთის,  ისე  საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებაშიც. აქვთ  ეჭვი, რომ მათ დასაკავებლად რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურები შეთანხმებულად იმოქმედებენ და ოცნების დახმარებით ისინი ოკუპანტის ტყვეობაში აღმოჩნდებიან.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები