პუტინის სისტემა სუსტი ხდება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"პუტინის სისტემა სუსტი ხდება", - ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, ლაიენმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებას შოკური ეფექტი ექნება, ამიტომ, მნიშვნეკოვანია, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაძლიერდეს.
დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელებთ. მთავარი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება. რაც ჩვენ ბოლო დღეებში რუსეთში ვნახეთ, მიანიშნებს, რომ პუტინის სისტემა სუსტი ხდება. ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებას შოკური ეფექტი ექნება, ამიტომ, მნიშვნეკოვანია, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაძლიერდეს. ჩვენ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინასური დახმარების კუთხით". - განაცხადა ლაიენმა.