უკრაინა ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს
უკრაინა 26 მაისიდან წყვეტს საჰაერო მიმოსვლას ბელორუსთან- აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
უკრაინულ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლები ბელორუსთან, ხოლო სახელმწიფო სასაზღვრო ძალებს ბელორუსიის მიმართულებით წამსვლელ მგზავრთა გაფორმება ეკრძალებათ - ნათქვამია უკრაინის მთავრობის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
კომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბელორუსიის ტერიტორიაზე იძულებით დასმასთან დაკავშირებით, რაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო წესებს არღვევს, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბელორუსიასთან საჰაერო კავშირის გაწყვეტის შესახებ - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დენის შმიგალმა.
ბელორუსიის ტერიტორიაზე კომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი 2 დღის წინ იძულებით დასვეს, მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი ბლოგერი, რომან პროტასევიჩი, კი დააპატიმრეს.