რუსეთში, პულკოვოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთში, პულკოვოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, თვითმფრინავი დაგვიანებით, თუმცა მაინც აფრინდა.
ავიაკომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.