სროლა კიშინიოვში - ტურისტმა, რომელსაც ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრეს, ორი მესაზღვრე მოკლა

კიშინოვის აეროპორტში მომხდარ გასროლას, ორი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოლდოვის დედაქალაქში ცეცხლი ტურისტმა გახსნა, რომელსაც ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრეს. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე აეროპორტის თანამშრომლებს უარის გასაფორმებლად გადაყავდათ. ამ დროს ახალგაზრდა კაცმა მესაზღვრეებს იარაღი ამოაცალა და ორივე მათაგნი სასიკვდილოდ დაჭრა.