ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვია, დაშავდნენ მოხუცებიც
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ხერსონი დაბომბეს. ავიაიერიში პუტინის არმიამ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა. დაჭრილებს შორის ერთი 6 წლის ბავშვია. დაშავდნენ მოხუცებიც. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი კლინიკებში გადაიყვანეს. უწყვეტი სამხედრო დანაშაულების ფონზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა. რაც შეეხება ზელენსკის უახლეს მიმართვას, პრეზიდენტმა შეიარაღებული და გაერთიანებული ძალების მეთაურებს ჩრდილოეთით საზღვრების გამაგრება დაავალა.