აშშ-ში, წვეულებაზე 30 სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს - დაიღუპა 2 ადამიანი
ამერიკის ქალაქ ბალტიმორში უცნობმა დამნაშავეებმა ქუჩის წვეულებაზე სტუმრებს ცეცხლის გაუხსნეს. აშავებულია 30-მდე ადამიანი, არიან დაღუპულებიც.
Foxnews-ის ცნობით, ტრაგედია შუაღამეს ბრუკლინ ჰოუმის მოსახლეობის მიერ მოწყობილს წვეულებაზე მოხდა. თავდამსხმელმა, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის, 30 ადამიანი დაჭრა, აქედან 2 დაიღუპა, კიდევ სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიცია იტყობინება, რომ დაღუპულია ორი ახალგაზრდა: 18 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა, 20 წლის კაცი კი საავადმყოფოშ გარდაიცვალა.