ისრაელის კონფლიქტი უნდა დავარეგულიროთ - ამერიკის სახელმწიფო მდივანი თელავივში ჩავიდა

25.05.21 18:24
ისრაელის კონფლიქტი უნდა დავარეგულიროთ - ამერიკის სახელმწიფო მდივანი თელავივში  ჩავიდა

თელავივის აეროპორტში საზეიმო დახვედრა დაიწყო - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად ჩავიდა. 

ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

პროტოკოლის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ,,ჰამასის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას არ გეგმავს, თუმცა აპირებს, ჩავიდეს იორდანიასა და ეგვიპტეში ერთადერთი მისიით, დაასრულოს ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი.

11 დღიანი სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 250 პალესტინელი და 10 ისრაელის მოქალაქე. ცეცხლის შეწყვეტა კი ეგვიპტის შუამავლობით მოხდა, რომელსაც მხარი ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა დაუჭირეს.