ჩეჩნეთში "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს თავს დაესხნენ
ჩეჩნეთში, "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს თავს დაესხნენ. მილაშინა გროზნოში ადგილობრივი აეროპორტიდან ადვოკატ უფლებადამცველ ალექსანდრე ნემოვთან ერთად მიემგზავრებოდა, როცა სასტიკად სცემეს. შენიღბულმა თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ მანქანის გაჩერება აიძულა.
ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზარემა მუსაევას საქმის სასამართლო პროცესზე მიდიოდნენ.
ჟურნალისტს მოტეხილი აქვს თითები, მიიღო თავის ტრავმა. ადვოკატს კი მოძრობა და საუბარი უჭირს.
აღსანიშნავია, რომ მუსაევა ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა 2022 წლის იანვარში ნიჟნი ნოვგოროდის ბინიდან გაიტაცეს და ძალით წაიყვანეს ჩეჩნეთში.