ზაპოროჟიეს სადგურზე ოკუპანტების ქმედებამ შესაძლოა, მთელი მსოფლიო საფრთხეში ჩააგდოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ოკუპანტების ქმედებამ შესაძლოა, საფრთხის წინაშე მთელი მსოფლიო დააყენოს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რადიაცია ყველას შეეხება.
ამასთან, ზელენკსი ხაზს უსვამს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქბას დროული რეაქცია არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა, კრემლს ახალი ბოროტებისკენ უბიძგოს.
ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს სადგურზე ოკუპანტების ქმედებებზე. ჩვენი დაზვერვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ელექტროსადგურის სახურავზე რუსმა სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს. ალბათ სადგურზე ზემოქმედების სიმულაციისთვის. იქნებ სხვა სცენარიც აქვთ.
კახოვკას ჰესის ტერაქტს დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა, შთააგონოს კრემლი ახალი ბოროტებისკენ . რუსეთის შეჩერება მსოფლიოში ყველას მოვალეობაა. რადიაცია ყველას შეეხება, - განაცხადა ზელენსკიმ.