უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთით, რამდენიმე ტერიტორია გაათავისუფლეს - სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ამბობს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე რამდენიმე ტერიტორია დაიკავეს და ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს.
"ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს", - აცხადებს გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი.