სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

26.05.21 11:53
სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მაშტაბით დაახლოებით 12 ათასი საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა.

პრეზიდენტობისთვის  მოქმედი პრეზიდენტი, ბაშარ ასადი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაჰმუდ აჰმედი და  აბდალა სალიუმ აბდალა იბრძვიან. 

ბაშარ ალ ასადი ხელისუფლებაში 2000 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და გამჭვირვალე ვერ იქნება.