ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა
ლვოვში ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი - 34-მდე გაიზარდა.
ირკვევა, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.
„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 34 ადამიანი. დაზიანდა 30-მდე სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი“, - აცხადებს გუბერნატორი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი.