"ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გვექნება" - პოლონეთის საგარეო

06.07.23 13:59
"ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გვექნება" - პოლონეთის საგარეო

"ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გვექნება" - ასე ეხმაურება რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო თავდასხმას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.

პოლონეთს "ადეკვატური" პასუხი ექნება - თქვა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი დარტყმა NATO-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე იქონიებს გავლენას.

ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ ადეკვატურად. ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი, - ამბობს უკრაინაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინებიან. 

მსგავსი სიახლეები