კორონავირუსის ინდური შტამი მსოფლიოს 53 ქვეყანაში გავრცელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, კორონავირუსის ინდური შტამი, რომელსაც ორმაგი მუტაციის უნარი გააჩნია, 53 ქვეყანას მოედო, 7 რეგიონში გავრცელებაზე კი დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს.
ინდოეთში ამ დრომდე კორონავირუსის ახალი შტამით 17 მილიონია დაავადებული, რომელთა შორის 200 ათასი უკვე გარდაიცვალა. ყოველდღიურად 300 ათასი ახალი შემთხვევა ხდება. ჯანმო-ს ინფორმაციით, ვირუსის ასეთი ტემპით გავრცელების მიზეზია ის ფაქტი, რომ ინდოეთის ხელისუფლება მკვეთრ ღონისძიებებს არ იყენებს და ქვეყანაში პანდემიის მიუხედავად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები აკრძალული არ არის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში 208921 ადამიანი დაავადდა, რომელთა შორის 4157 ადამიანი გარდაიცვალა.
ინდოეთში 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.