ბულგარეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა

ბულგარეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა. მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტისა და ბულგარეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში დღეს ჩავიდა. მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ბულგარეთი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვით ალიანსში "რაც შეიძლება სწრაფად" შესვლას.