ლვოვში ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

07.07.23 10:37
ლვოვში ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ლვოვში ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. უკრაინის შსს-ს ცნობით, 7 ივლისის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 9 ცხედარი ამოიტანეს.

ლვოვი. რუსული სარაკეტი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიაზრდა, კიდევ 42 დაშავებულია (აქედან 3 ბავშვია). სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გძრელდება, - ნატქვამია უწყების განცხადებაში.

მოგვიანებიღ, ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ნანგრევებში კიდევ ერთი, ქალის ცხედარი ნახეს.

ახლახანს ვიპოვეთ მე-10 ცხედარი. დაღუპული მაშველებს ნანგრევებიდან ამოჰყავთ. ამით სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს დავასრულებთ, - განაცხადა მერმა.
 

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.