რუსეთის ომის შედეგად უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა
რუსეთის ომის შედეგად უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა.
გაეროს ადმიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საშინელ ეტაპს ომში, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში საშინელ დანაკარგებს იწვევს“, - აღნიშნა ნოელ კალჰუნმა.