ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება - ბაიდენი კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე

ამერიკა უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ინფორმაცია დადასტურებულია. ჯო ბაიდენი არ მალავს, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რომ იარაღი უკრაინას სჭირდება.
კასეტური ბომბების გარდა, უკრაინაში გაიგზავნება 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტიც. პაკეტი მოიცავს საბრძოლო მანქანებს, ჯავშან-ტრანსპორტიორებს, ჰაიმარსის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა ისეთ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზზე დაწინაურებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა და გადაწყვეტილების მიღების მიზეზები განმარტა.
"ჩემი მხრიდან ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, მე ეს საკითხი განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. ეს არის ომი, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან და მათ ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა, ჩვენ კი ცოტა გვაქვს, ამიტომ რაც საბოლოოდ გავაკეთე, მივიღე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში დავუშვა ჭურვები უკრაინელებისთვის", - თქვა ბაიდენმა.