"უკრაინას აქვს უფლება გახდეს ნატოს წევრი" - ზელენსკის და ერდოღანის შეხვედრა სტამბოლში
ვოლოდიმირ ზელენსკი ერდოღანს შეხვდა. უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები სტამბოლში გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერმა ნატოს მოახლოებულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა. უკრაინის მშვიდობის ფორმულა, უსაფრთხოების გარანტიები, მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინულ-თურქულ კომპანიებს შორის თავდაცვის კონტრაქტები - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც პრეზიდენტებმა ყურადღება გაამახვილეს.
"უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას. კიდევ ერთხელ თქვენი თანდასწრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არავინ წააგებს სამართლიანი მშვიდობით", - თქვა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება.
"ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ბაზრის ლიდერები არიან, დაეხმარებიან ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ქვეყნის აღდგენაში", - თქვა ერდოღანმა.