ბუქარესტის სამიტზე ვთქვით, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც გახდება ნატო-ს წევრი - ჯულიან სმიტი

08.07.23 16:43
ბუქარესტის სამიტზე ვთქვით, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც გახდება ნატო-ს წევრი - ჯულიან სმიტი

ვილნიუსის ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის ყურადრების ცენტრში მოექცა. ჯულიან სმიტმა სამიტის სესახებ კითხვებს იუთუბ არხზე უპასუხა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა გაგრძელდება.

სმიტის თქმით, ბუქარესტის სამიტზე ითქვა არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

" 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვთქვით არა მხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ ვთქვით ისიც, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო უკვე არის ნატო-ს წარმოუდგენლად ახლო პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად ალიანსთან საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე,"- თქვა სმიტმა.

მსგავსი სიახლეები