აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან

08.07.23 19:31
აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან - შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. 

ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან", - ამბობს ზელენსკი.

აზოვსტალის მცველთა ნაწილი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან. ისინი ამ დრომე თურქეთში იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები