ბრძოლაში ჩვენს სიტყვას ისევ ვიტყვით - "აზოველები" ფრონტზე ბრუნდებიან

09.07.23 12:51
ბრძოლაში ჩვენს სიტყვას ისევ ვიტყვით - "აზოველები" ფრონტზე ბრუნდებიან

თურქეთიდან დაბრუნებული "აზოველები" ფრონტის ხაზზე ბრუნდებიან. ამის შესახებ "აზოვის"  პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა. მისი თქმით, "აზოვი" ბრძოლაში თავის სიტყვას მიანც იტყვის.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია გუნდური მუშაობაა და დღეიდან თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. აუცილებლად, ისევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას ბრძოლაში. დღევანდელი დღისთვის მთავარია, რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდო ხელში. ყოველდღე წინ მივდივართ. ვანადგურებთ მტერს. ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს," - განაცხადა "აზოვის" მეთაურმა.