უკრაინელი ხალხი მსოფლიოს შთააგონებს - ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ომის 500 დღე შეაფასა და უკრაინელი ხალხის მიმართ აღფთოვანება გამოხატა.
იმ დროს, როცა კრემლიუკრაინის დამორჩილებას ცდილობს, ცდილობს მიწის დაპყრობას, გადააგდოს შემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება, უკრაინელი ხალხის სული უდრეკია და აშშ მზადაა, უკრაინას თავდაცვასა და მისი მომავლიშ შენებაში დაეხმაროს, - განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი კრემლის თავდასხმებზე ერთიანობას და შეუდრეკელობას და უდრეკელობას დემონსტრირებს.
დიდი უბედურებების პირისპირ უკრაინელი ხალხი მსოფლიოს შთააგონებს, - თქვა ბლინკენმა.