არის სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს - ზელენსკი

რუყსეთში შესაძლოა, კიდევ ერტი აჯანყება მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში პრიგოჟინის აჯანყება შეაფასა და თქვა, რომ ამ მოვლენამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა.
არის სიგნალი, რომ შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს". დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს არ ვიცი.
პრიგოჟინის აჯანყებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა. პუტინს ქვეყნის შიგნით არ გააჩნია სამხედრო ძალა და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. მისი სამხედრო კოლონა თითქმის მოსკოვთან იყო, როცა მასთან კავშირზე ბელარუსის პრეზიდენტი გავიდა. უცნობია, რა შეთანხმება შედგა, თუმცა პრიგოჟნმა აჯანყება შეწყვიტა და კოლონები უკან გააბრუნა.