აჯანყების შემდეგ პრიგოჟინი კრემლში პუტინს შეხვდა - უცხოური მედია

ჩავარდნილი აჯანყების შემდეგ ევგენი პრიგოჟინი „ვაგნერის“ მეთაურებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ფრანგული Libération დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, პრიგოჟინი კრემლში 1 ივლისს დაბიარეს. შეხვედრას ასევე რუსული გვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი და შიდა სადაზვერვო სასმახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. მისი სამხედრო კოლონა თითქმის მოსკოვთან იყო, როცა მასთან კავშირზე ბელარუსის პრეზიდენტი გავიდა. უცნობია, რა შეთანხმება შედგა, თუმცა პრიგოჟნმა აჯანყება შეწყვიტა და კოლონები უკან გააბრუნა.