"აზოველების" დასაბრუნებლად თურქეთს უკრაინისთვის არავითარი პირობა არ წაუყენებია - ელჩი

10.07.23 13:51
"აზოველების" დასაბრუნებლად თურქეთს უკრაინისთვის არავითარი პირობა არ წაუყენებია - ელჩი

„აზოვის“ მეთაურების სამშობლოში დასაბრუნებლად თურქეთს უკრაინისთვის არავითარი პირობა არ წაუყენებია. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს.

სინამდვილეში, ჩვენი სამხედროების დასაბრუნებლად არავითარი პირობა წაყენებული არ ყოფილა. პირიქით, ეს თურქეთის, როგორც მედიატორის განსაკუთრებული პოზიციაა , რომელმაც პროცესის გასაგრძელებლად კეთილი ნება გამოავლინა. მისი როლი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან იზრდება მისი რეიტინგიც, - თქვა ვასილი ბოდნარმა. 

ბოდნარის თქმით, მეთაურების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და ამ პროცესში მთელი დიპლომატიური ავანგარდი იყო ჩართული.
 

მსგავსი სიახლეები