"უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის" – ბაიდენი

10.07.23 14:16
"უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის" – ბაიდენი

უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია კენჭისყრა უკრაინის გაწევრიანების საკითხზე, რადგან არსებობს სხვა საყურადღებო მოცემულობებიც, მაგალითად დემოკრატიზაციის პროცესი. ინტერვიუში ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა დაისახოს რაციონალური გზა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის.

ბაიდენმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიის მიღმა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება აშშ-სა და NATO-ს წევრი სხვა სახელწმიფოების მხრიდან, რათა უკრაინამ შეძლოს ომის დასრულება.

არ მგონია, რომ NATO-ში ერთსულოვნებაა უკრაინის NATO-ს ოჯახში შეყვანასთან დაკავშირებით ახლა, ამ მომენტში, ომის მიმდინარეობისას. თუ ამას ვიზამთ, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვართ. ამიტომ ვფიქრობ, უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინას ჰქონდეს კვალიფიკაცია, რომ მან შეძლოს NATO-ში შესვლა.

NATO-ში გაწევრიანება არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება, რათა ყველა პირობა დააკმაყოფილო. მე ვესაუბრე ამაზე ზელენსკის და ერთ-ერთი, რასაც მე ხაზი გავუსვი, ამ პროცესში შეერთებული შტატები მზადაა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, როგორსაც ჩვენ უზრუნველყოფთ ისრაელისთვის, მათ შორის საჭირო იარაღის მიწოდებას და უზრუნველყოფას, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება", - თქვა ჯო ბაიდენმა.

CNN-ის ინტერვიუ ბაიდენის ევროპაში ვიზიტისას შედგა.