ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს - პოდოლიაკი
ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა.
პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ყოველგვარი "მაგრამ" და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე
რას ველოდებით NATO-ს სამიტისგან? ვილნიუსში ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ და მტკიცედ უნდა განაცხადონ: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს, NATO-ში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია, უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ყოველგვარი "მაგრამ" და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. მანამდე: მეტი აღჭურვილობა, მეტი ჭურვი და მეტი იარაღი".- წერს პოდოლიაკი.
11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.