ინდოეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დრონებით მიწოდება დაიწყეს
ინდოეთში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება დრონებით დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას weforum.org ავრცელებს.
weforum.org-ის მიხედვით, ვაქცინის დრონებით მიწოდება ინდოეთის იზოლირებულ ადგილებში ხდება და აუმჯობესებს სწრაფ ხელმისაწვდომობას ვაქცინაზე.
მსოფლიოში დრონებს სამედიცინო მიზნებისთვის უკვე რამდენიმე წელია, იყენებენ. დრონები ებოლას ეპიდემიის დროს ლიბიაშიც გამოიყენეს.