უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო რეაგირებას - პესკოვი

10.07.23 18:26
უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო რეაგირებას - პესკოვი

უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უარყოფითი შედეგი ექნება ევროპის უსაფრთხოებაზეც.

პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს NATO-ს ქვეყნებზე, რათა ალიანსის წევრებმა გამოიჩინონ სოლიდარობა.

დღეს, 10 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.