ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივან ენტნი ბლინკენთან ერთად ვილნიუსში ჩავიდა. ბაიდენს აეროპორტში ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა დახვდა.
ისტორიული სამიტი, რომელიც უკრაინისთვის მართლაც ისტორიული იქნება. გიგანტური ნაბიჯი კიევისთვის და უმძიმესი დარტყმა მოსკოვისთვის. ნატო მზად არის უკრაინა ალიანსში მაპის გარეშე მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება.