შვედეთი ნატოში შედის - გადაწყვეტილება სტოლტენბერგმა გამოაცხადა

11.07.23 11:46
შვედეთი ნატოში შედის - გადაწყვეტილება სტოლტენბერგმა გამოაცხადა

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ლიეტუას დედაქლაქია - ვილნიუსში ნატოს სამიტი წუთი-წუთზე იწყება. შვედეთი ნატოში შედის. ეს გადაწყვეტილება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაც ხადა. 

ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქამდე გახდა ვიდრე დაიწყებოდა. შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება კარგია შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ნატოსთვის და სრულიად ბალტიისპირეთისთვის. ეს არის ისტორიული გადაწუყეტილება და ისტროიული სამიტი. პრეზიდენტი ერდოღანი დამპირდა, რომ  შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. დეტალებში ვერ შევალ, ზუსტ დროებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშნელოვანია რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს". - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტი ვილნიუსში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.

საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს.