უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას, ახლა არა, რადგან ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი - ზელენსკი
უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას.
უკრაინის პრეზიდენტის აანალიზებს, რომ ახლა ვერ გახდება უკრაინა ნატოს წევრი,რ ადგან ომია, მაგრამ ამბობს, რომ ამ სამიტიდან მკაფიო სიგნალი სჭირდებათ.
უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიციები ჟღერდება, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება" - ამბობს ზელენსკი