ჩეჩნეთის მთავრობა "აზიმუტისგან" გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს
ჩეჩნეთის მთავრობა ავიაკოპანია აზიმუტისგან გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს.
ამის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ავიაკომპანია აზიმუტის დირექტორთან შეხვედრაზე თქვა.
ჩვენ განვიხილეთ პერსპექტიული პროექტები. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის, დავალებით ხდება ფრენების გეორგრაფიული არეალის გაფართოვება. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, მათ შორის თბილისში პიდაპირი ავიარეისების შესრულებაზე". - აცხადებს ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრი, რამზან ჩერხიგოვი.