"თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, ყველაფერი საშიში გახდება" - კანადის პრემიერი

11.07.23 14:24
"თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, ყველაფერი საშიში გახდება" - კანადის პრემიერი

"თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური" - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

კანადის პრემიერი გულითად მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური დახმარების მხრივ.

ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ მხარდაჭერაში და არ უნდა მივატოვოთ ჩვენი მოქალაქეები არცერთ გამოწვევაში, იქნება ეს კლიმატის ცვლილების გამოწვევა, პანდემიის გამოწვევა, თუ სხვა, რადგან დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. კანადელებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური. ადამიანებს კარგად ესმით, რომ რაც ხდება მსოფლიოს ერთ მხარეს, ეს აისახება მთელ მსოფლიოზე. კანადა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური დახმარებით, - ამბობს ტრიუდო.

შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.

საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს. საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები