არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ - კარინში

ლატვიის პრემიერის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, არ არის მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ამიტომაც კარინში ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ პუტინი ახლა სუსტია, შესაძლოა, მაგრამ რაღაც დონეზე ორი ბულდოგი თუ ერთმანეთთან ჩხუბობს და ერთი უფრო სუსტია, არ ნიშნავს, რომ მეორე პუდელია. ეს ნიშნავს, რომ მეორე კვლავ ბულდოგია. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდება, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რამე იცვლებოდეს რუსეთში უკეთესობისკენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მხარეს, ჩვენი თავდაცვის მხარეს უნდა გავზარდოთ მზაობა და ვიყოთ უფრო ყურადღებით. ვფიქრობ, არა მარტო ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, არამედ ყველა ჩვენგანი ფხიზლად უნდა ვიყოთ". - ამბობს კარინში.
შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.
საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს. საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი.