ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი - დუდა

11.07.23 15:34
ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი - დუდა

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი  - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

დუდას თქმით, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გაიწიოს,რომ სამხედრო შესაძლებელობები გაიზარდოს.

პოლონეთი უკრაინის მეზობელია, ახლა რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და მიმდინარეობს საშინელი ომი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ მილიონობით უკრაინელი ლტოვლილი გვყავს პოლონეთში. ყველა პოლონელი, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გავწიოთ ჩვენი თავდაცვისთვის, რომ გავზარდოთ სამხედრო შესაძლებელობები. ეს არის გადამწყვეტი დღეს და ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაყევტილება. მე მაქვს ერთი გზავნილი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი". - ამბობს დუდა.

შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.

საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს. საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი.