უკრაინამ ქვეყნიდან კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის ქართველებიც, გააძევა

26.05.21 19:03
უკრაინამ ქვეყნიდან კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის ქართველებიც,  გააძევა

უკრაინამ ქვეყნიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი გააძევა. tv4.ge-ს ინფორმაციით, გამოძევებულებს შორის არიან ქართველი და სომეხი კრიმინალური ავტორიტეტები.

როგორც უკრაინის პოლიციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება,  პირებს ქვეყანაში შესვლის უფლება შეეზღუდებათ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები აამოქმედა 668 დანაშაულებრივი ბოსის წინააღმდეგ, სიაში მოხვდნენ როგორც უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პირების ნაწილმა, რომლებსაც კრიმინალური საქმიანობის გამო სანქციები დაუწესდათ, უარი თქვეს უკრაინაში ბინადრობის ნებართვაზე და ქვეყანა დატოვეს, ნაწილი კი იძულებით დააბრუნეს თავიანთ სამშობლოში.

გამოძევებულ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

მსგავსი სიახლეები