ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს მიაწვდის
Reuters-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს.
ბრიტანეთის მთავრობა ამბობს იმასაც, რომ უკრაინას 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას გადასცემენ, ომში მყოფი ქვეყანა Challenger 2 ტანკებისთვი ათასობით ვაზნას მიიღებს.
ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ G70-ის ყველა ქვეყანა - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები - მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს მოაწერენ ხელს ახალ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან, ორმხრივ ვალდებულებებს.