ზელენსკის სამი პრიორიტეტი - რას ითხოვს ნატოსგან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი

12.07.23 11:41
ზელენსკის სამი პრიორიტეტი - რას ითხოვს ნატოსგან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე დაგეგმილზე ადრე მივიდა. უკრაინის პრეზიდენტმა მედიისთვის მცირე განცხადება გააკეთა, სადაც უკრაინის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ნატომ უკრაინის შესაბამისი შეიარაღება მიაწოდოს, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს პუტინის წინააღმდეგ ომში გამოადგებათ. 

მეორე მნიშველოვანი პრიორიტეტად ზელენსკიმ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დაასახელა. ომში მყოფმა პრეზიდენტმა მოუწოდა ალიანსს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული.  

დღევანდელი დღის წესრიგის მიხედვით გვაქვს სამი პრიორიტეტი: პირველი, ეს არის იარაღის მიწოდების პაკეტი, ახალი იარაღი უკრაინის არმიის მხარდასაჭერად. მეორე, პრიორიტეტი არის მიწვევა ნატოში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატოს წევრები სრული გაგებით და დღესდღეისობით რაც გვესმის, არის ის, რომ გვექნება მოწვევა, როედსაც უსაფრთხოების ზომები ალიანსს ამის საშუალებას მისცემს. სწორედ ამ საკითხებზე მინდა ვისაბურო ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ნატოსგან, - განაცხადა ზელენსკიმ. 
 

ურკაინა ნატოს წევრი მაპის გარშე ომის დაწრულებისთანავე გახდება. გადაწყვეტილება  ვილნიუსშ, ნატოს ისტორიულ სამიტზე იქნა მიღებული. 

დღეს ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტგის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ზელენსკის სიტყვით თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები