შეთანხმება მიღწეულია - უკრინას ნატოში გასაწევრინებლად სამ პუნტიანი პაკეტი გადაეცა

12.07.23 15:03
შეთანხმება მიღწეულია - უკრინას ნატოში გასაწევრინებლად სამ პუნტიანი პაკეტი გადაეცა

დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა, სამ ნაწილიან პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატოსთან დაახლოებს.

როდესაც პრეზიდენტი პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს მოკავშირეების ერთიანობა და სიძლიერე. ნატო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას და თქვენს გვერდით დგომას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიეს ათობით მილიარდი დოლარის მხარდაჭერა, ახლა კი შევთანხმდით სამ ნაწილიან პაკეტზე, რომელიც დაახლოებს უკრაინას ნატოსთან. პირველი , უკრაინა გახდება ნატოს წევრი წევრობის ყველანაირი სამოქმედო გეგმის გარეშე. ჩვენი მხარდამჭერი პროგრამა დაგეხმარებათ გადახვიდეთ საბჭოთა კავშირის ეროინდელი აღჭურვილობიდან ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე. ეს უკრაინის ძალებს გახდის სრულად თავსებადს ნატოსთან. რამდენიმე წუთში დაიწყება ნატო-უკრაინის ერთობლივი საბჭო, ეს არის ფორუმი სადაც უკრაინა და ნატო შეხვდებიან ერთმანეთს როგორც თანასწორები. გამართავენ კრიზისიდან გამოსვლისთვის კონსულტაციებს,  ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინა ნატოსთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ალიანსი იმეორებს რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და შეთანხმდნენ რომ ეს მოხდება მაპის გარეშე. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ანუ ორსაფეხურიანი პროცესიდან უკრაინა გადავა ერთსაფეხურიან პროცესზე. ჩვენ უკრაინას გავუგზავნით მოწვევას მაშინ, როდესაც ალიანსი შეთანხმდება რომ პირობები შესრულებულია". - ამბობს სტოლტენბერგი.

მსგავსი სიახლეები