ზელენსკი ნატოს-გან დოკუმენტით გამყარებულ გარანტიებს ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-სგან ოფიციალურად დამოწმებულ დოკუმენტს ითხოვს, რომ ალიანსის დახმარება უკრაინის მიმართ არა პერსონალურ ურთიერთობებზე იყოს დაფუძნებილი, არამედ დოკუმენტითაც იყოს გამყარებული.
ზელენსკი ნატოს სამიტის შედეგებით კმაყოფილია, თუმცა აინტერესებს, მიიღებს თუ არა უკრაინა მიღწევას წევრობაზე. მისი თქმით, უკრაინელ ხალხს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.
უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ და გადაჭრით აცხადებს, რომ უკრაინისთვის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია ნატოს წევრობაა
ჩვენ გვაქვს თავდაცვის ახალ პაკეტთან დაკავშირებით პოზიტიური შედეგები. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არ დასჭირდება წევრობის გეგმა ნატოში გასაწევრიანებლად. მინდა მადლიერება გამოვხატო იან ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენმა ჯარისკაცემა მიიღეს კარგი პრაქტიკა ნატოსთან ერთად, მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ კარგად გამოიყენონ იარაღი და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ მივიღეთ აღიარება, რომ უკრაინას მაპი არ დასჭირდება ნატოს წევრობისთის. თუმცა ჩვენ ხალხს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ჯი 7-ის ქვეყნებისგან ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ნატოს სამიტის შედეგები კარგია, თუმცა მივიღებთ კი მიღწევას წევრობაზე?
უკრაინისთვის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია იქნება ნატოში ყოფნა. ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ალიანსის რომელიმე ქვეყანა არის ომში, რომ იხოცებიან, იტანჯებიან და რომ იცავენ საკუთარ ტერიტორიას, საკუთარ ქვეყანას, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ საუკეთესო გარანტია ნატოს წევრობაა. ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვჭირდება კონკრეტული დოკუმენტი, რაც ნიშნავს რომ ნატოს დახმარება ჩვენს პერსონალურ ურთიერთობებზე კი არ იქნება დაფუძნებილი, არამედ გამყარდება დოკუმენტით". - განაცხადა ზელენსკიმ.
ცოტა ხნის წინ ნატო-უკრაინის პირველი ერტობლივი საბჭო, სადაც კონსულტაციები გაიმართება უკრაინის თემაზე.