"უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით" - ზელენსკი

"უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით.", - ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არის NATO-სკენ მიმავალ გზაზე.
ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვილნიუსის სამიტის ასეთი შედეგი ძალიან გვჭირდებოდა. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ყველა ლიდერისა და NATO-ს ქვეყნებისა უკრაინისთვის ურყევი მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. დღეს არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები NATO-სკენ მიმავალ გზაზე. დღეს ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ჩვენი უსაფრთხოებისთვის, გვაქვს ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები, ამიტომ უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდება მნიშვნელოვანი შედეგებით. დიდი მადლობა ყველას, მადლობა ლიეტუვას და იენს სტოლტენბერგს, - ამბობს ზელენსკი.